Gifebi.ge
  • რა წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკის მიზნებს და მოქმედების სფეროს?
  • Gifebi.ge, მისი მფლობელი, შვილობილი და აფილირებული კომპანიები (შემდგომში - ჩვენ ან Gifebi.ge) ცდილობენ დაიცვან იმ პირების პერსონალური ინფორმაცია, რომლებიც სარგებლობენ Gifebi.ge პორტალით და სერვისებით. შესაბამისად, Gifebi.ge-მ შეიმუშავა წინამდებარე პოლიტიკა იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება Gifebi.ge პორტალის და სერვისების მომხმარებლებისგან და ის მიზნები, რომლის მისაღწევადაც Gifebi.ge-მ შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს მონაცემები. Gifebi.ge ასევე განსაზღვრავს ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელსაც თქვენი მონაცემების დაცვისათვის იღებს.

    პერსონალური მონაცემები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ხოლო პერსონალური მონაცემების დამუშავება, ამავე კანონის შესაბამისად, განიმარტება, როგორც ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

    წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე და პერსონალურ მონაცემზე, რომელიც თქვენ მიერ Gifebi.ge პორტალის და სერვისების გამოყენების შედეგად მოიპოვება Gifebi.ge -ს მიერ. პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების იმ ვებგვერდებზე, რომლებიც არ არიან Gifebi.ge -სთან აფილირებული, მაგრამ შესაძლოა ასეთ ვებგვერდებთან კავშირი Gifebi.ge პორტალის ან სერვისების საშუალებით იყოს შესაძლებელი (შემდგომში - მესამე პირების ვებგვერდები). გთხოვთ გაეცნოთ მესამე პირების ვებგვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკას, იმდენად, რამდენადაც Gifebi.ge არ არის პასუხისმგებელი და არ აქვს გავლენა არც მესამე პირების ვებგვერდების შემცველ მასალებზე და არც მათი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკაზე.

    პოლიტიკა უზრუნველყოფს აუცილებელი ჩარჩო პირობების არსებობას Gifebi.ge -ს მიერ შიდა ან ტრანს-სასაზღვრო მონაცემთა მიმოცვლისთვის. პოლიტიკა უზრუნველყოფს ევროპის კავშირის მონაცემთა დაცვის დირექტივის1 და ეროვნული კანონმდებლობის მიერ განსაზღვრულ დაცვის დეკვატურ დონეს მონაცემთა შიდა და ტრანს-სასაზღვრო მიმოცვლის დროს, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს მონაცემთა დაცვისათვის აუცილებელი შიდაეროვნული კანონმდებლობა.

    წინამდებარე პოლიტიკის პირობები ექვემდებარება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, Gifebi.ge -სთან თქვენი ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ ნებისმიერ დამატებით განაცხადს ან სახელშეკრულებო პირობას, ისეთს, როგორიცაა კონფიდენციალურობის განაცხადი ან შეტყობინება და ნებისმიერი სავალდებულო ძალის მქონე მოქმედი კანონი ან რეგულაცია.
  • რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?
  • როდესაც თვენ სტუმრობთ Gifebi.ge -ს პორტალს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბროუზერის ტიპი, Gifebi.ge პორტალის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ და თქვენი ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა.)

    დამატებით, ჩვენი ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც გვაწვდით Gifebi.ge პორტალის მეშვეობით ან სხვადასხვა პროდუქტებით სარგებლობის შედეგად, მაგალითად როდესაც იყენებთ Gifebi.ge -ს ოპერირებად გრაფიკული ჩანაცვლების ფორმატის (შემდგომში - GIF) აპარატს და ამ აპარატის მეშვეობით ჩვენს სერვერზე ტვირთავთ GIF ფორმატის სურათებს (თქვენს პერსონალურ მონაცემებს), რომელიც, შესაძლოა, ინდივიდუალური დაშვების გარდა, ჩვენი პორტალის საშუალებით, საჯაროდ ხელმისაწვდომიც იყოს.

    Gifebi.ge გამოიყენებს (დაამუშავებს) თქვენს პერსონალურ მონაცემებს:

    • Gifebi.ge პორტალის და პროდუქტების ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის
    • კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის
    • ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად
    • წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის

    Gifebi.ge იცავს და პატივს სცემს ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას, რომელიც ჩვენ მიერ პერსონალური ინფორმაციის გამოყენების სფეროს ეხება.
  • როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?
  • Gifebi.ge პორტალი იყენებს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა ქუქი-ჩანაწერი ან თეგი (შემდგომში - თრექინგის ტექნოლოგია), იმისთვის, რომ შევაგროვოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია (იხილეთ: რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?) და გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდს.

    ქუქი-ჩანაწერების ან თეგების ტექნოლოგია გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ Gifebi.ge პორტალის და სერვისების გამოყენებადობა, მაგალითად იმის მიხედვით, ყოფილა თუ არა თქვენს კომპიუტერსა და ჩვენს ვებგვერდს შორის წარსულში რამე კავშირი, მოვახდინოთ Gifebi.ge პორტალზე ან სერვისებზე ყველაზე პოპულარული სექციების იდენტიფიცირება.

    ხშირ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ინტერნეტ-ბროუზერით თრექინგის ტექნოლოგიების პოლიტიკის კონტროლი. გთხოვთ, დარწმუნდეთ რომ თქვენი ინტერნეტ-ბროუზერი ასახავს თქვენ სურვილს გსურთ თუ არა, სადაც ეს შესაძლებელია, გაგაფრთხილოთ თრექინგ ტექნოლოგიების და ან მათი მიღების შესახებ. თქვენი ინტერნეტ-ბროუზერის სპეციალურ შესაძლებლობებს და ინსტრუქციებს მათი მოხმარების შესახებ, როგორც წესი, შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენი ინტერნეტ-ბროუზერის სახელმძღვანელოში ან სექციაში „დახმარება“.

    თრექინგ ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარის თქმამ ან მათმა დეაქტივაციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს Gifebi.ge პორტალის და სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების ხელმისაწვოდმობაზე და მათ გამართულ ფუნქციონირებაზე.

    Gifebi.ge -ს ოპერირებად GIF-ის აპარატით სარგებლობის დროს, GIF ფორმატის სურათების (თქვენი პერსონალური მონაცემების) ჩვენს სერვერზე ატვირთვა ხდება გამოსახულების გადაცემის და შენახვის სპეციალური სისტემის გამოყენებით. აღნიშნული სისტემა შედგება ჩვენი სერვერისგან, რომელიც კავშირგაბმულობის ქსელით დაკავშირებულია სპეციალური ვებ-კამერით, განათებისა და ხმის ჩამწერი მოდულით აღჭურვილ მობილურ ავტონომიურ ტერმინალთან, რომელიც შეიცავს საერთო კორპუსში განთავსებულ კომპიუტერულ პლატფორმას, სენსორულ მონიტორს შეყვანის ინტეგრირებული საშუალებებით, სერვერთან დასაკავშირებელ მოდემს და კვების მოდულს. კომპიუტერული პლატფორმა შეიცავს სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც გააჩნია ვებ-კამერით გადაღებული კადრების GIF ფორმატის გამოსახულებაში გენერირების შესაძლებლობა, მათი მეხსიერების ბლოკში განთავსებისა და შემდგომ ჩვენს სერვერზე ატვირთვის უზრუნველყოფით. თავის მხრივ, ჩვენს სერვერს, შეუძლია GIF-ის აპარატიდან მიღებული GIF ფორმატის სურათების მიღება, შენახვა და შემდგომ მიღებული კონტენტის Gifebi.ge -ს პორტალზე სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, ჩვენი შეხედულებისამებრ, საჯაროდ ან ინდივიდუალური დაშვებით ხელმისაწვდომად.
  • რა პრინციპებით ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების და მათი შემდგომი დამუშავების დროს?
  • ა) სამართლიანობა და კანონიერება პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს, აუცილებელია დაცული იყოს მონაცემთ სუბიექტის ინდივიდუალური უფლებები. პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს კანონიერად და სამართლიანად.

    ბ) კონკრეტული მიზნით შეზღუდვა პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნისთვისაც მონაცემები შეგროვდა. მონაცემთა დამუშავების მიზნის შემდგომი ცვლილება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მოითხოვს შესაბამისი საფუძვლების არსებობას.

    გ) გამჭვირვალობა მონაცემთა სუბიექტი უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მის შესახებ არსებული მონაცემების მოპყრობა. ზოგადად, პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს უშუალოდ იმ პირისგან, ვისაც ეს მონაცემები ეხება.

    დ) განადგურება პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავება სამართლებრივი ან ბიზნეს-პროცესთან დაკავშირებული პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ წარმოადგენს საჭიროებას, უნდა განადგურდეს. ინდივიდუალურ შემთხვევებში, შესაძლოა არსებობდეს მითითება ინტერესებზე, რომლებიც საჭიროებს შემდგომ დაცვას ან მონაცემების ისტორიულ მნიშვნელობაზე. ასეთ შემთხვევებში, მონაცემები უნდა იქნეს დაცული მანამ, სანამ არსებობს ასეთი მონაცემების დაცვის სამართლებრივი ინტერესი.

    ე) ფაქტობრივი სიზუსტე, უახლესი მონაცემები დაცული პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი, სრული და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. აუცილებელია ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფს არაზუსტი ან არასრული მონაცემების განადგურებას, შესწორებას, დამატებას ან განახლებას.

    ვ) კონფიდენციალურობა და მონაცემთა უსაფრთხოება პერსონალური მონაცემები ექვემდებარება მონაცემთა საიდუმლოებას. აუცილებელია, პერსონალურ მონაცემებთან ინდივიდუალურ დონეზე კონფიდენციალური მოპყრობა და მათი დაცვა შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების გამოყენებით, რომლებიც გამორიცხავენ მონაცემებზე უნებართვო წვდომას, უკანონო დამუშავებას ან გავრცელებას, ასევე, შემთხვევით დაკარგვას, ცვლილებას ან განადგურებას.
  • ვის გადავცემთ Gifebi.ge პორტალზე და პროდუქტებით თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?
  • Gifebi.ge -მ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს, მის ან მისი აფილირებული პირების აგენტებს ან Gifebi.ge -სთვის სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს თქვენი ქვეყნის გარეთ ან შიგნით, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ჩვენთან აფილირებული პირები, აგენტები და სერვისის მომწოდებელი მესამე პირები, რომლებსაც Gifebi.ge პორტალის ან სერვისების მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.

    Gifebi.ge -ს ოპერირებად GIF-ის აპარატით სარგებლობის შედეგად დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებს სრულად ან ნაწილობრივ, ჩვენ, ჩვენი შეხედულებისამებრ, ვათავსებთ Gifebi.ge პორტალზე ან/და Gifebi.ge -ს სხვადასხვა სოციალურ არხებში, საჯაროდ ან ინდივიდუალური დაშვებით ხელმისაწვდომად. Gifebi.ge -ს ოპერირებადი GIF-ის აპარატით სარგებლობით თქვენ Gifebi.ge -ს გადასცემთ გლობალურ, გამოუხმობ, უვადო, უსასყიდლო, არაექსკლუზიურ და ქველიცენზირებას დაქვემდაბარებულ ლიცენზიას Gifebi.ge -ს ოპერირებადი GIF-ის აპარატით შექმნილი კონტენტის ჩვენების, გავრცელების, რეპროდუცირების, გადაცემის, გამოქვეყნების, შეცვლის, ადაპტაციის, წაშლის, მოდიფიცირების, გარდაქმნის, დერივატიული ნაწარმოების შექმნის უფლებით. Gifebi.ge უფლებამოსილია წინამდებარე ლიცენზიით მინიჭებული უფლებები გამოიყენოს საკუთარი აბსოლუტური დისკრეციის შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით, Gifebi.ge -ს სერვისებთან დაკავშირებით ან უამისოდ, ნებისმიერ აფილირებულ გამომცემლობაში, ნებისმიერი ფორმით, მედიის თუ სხვა საშუალების (არსებული თუ მომავალში შექმნილი ტექნოლოგიის) გამოყენებით, პრომო და მარკეტინგული მიზნებისათვის.

    როდესაც ვახდენთ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ტრანსფერს, ჩვენ ვრწმუნდებით ვართ თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მაგალითად, ვაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებებს იმ პირებთან, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან იღებენ, რათა მათ უზრუნველყონ ამ მონაცემების ადეკვატური დაცვა.

    ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული გაიდლაინის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.
  • უსაფრთხოების რა ზომები დავნერგეთ Gifebi.ge პორტალის და სერვისების მეშვეობით მოპოვებული თქვენი ინფორმაციის დასაცავად?
  • მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად Gifebi.ge პორტალის და პროდუქტების გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის სუსტი მექანიზმები არსებობს.

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის fუსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით Gifebi.ge -სთვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ Gifebi.ge -სთან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ
  • რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით?
  • მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად Gifebi.ge პორტალის და პროდუქტების გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის სუსტი მექანიზმები არსებობს.

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის fუსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით Gifebi.ge -სთვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ Gifebi.ge -სთან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ.

    როგორ შეგიძლიათ თქვენ პერსონალური მონაცემებზე წვდომა ან მათი გაცნობა?
  • როგორ შეგიძლიათ თქვენ პერსონალური მონაცემებზე წვდომა ან მათი გაცნობა?
  • მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ:

    • გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს
    • გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა, ან
    • მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა.

    თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთნ დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე:
    ონლაინ დახმარება